ცესკომ პარტიებისთვის რიგითი ნომრის მიღების წესი გაამარტივა
08-02-2022, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცესკომ პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის არჩევის საკითხი გაამარტივა. თუ გასულ არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტი განსხვავებული ნომრებით იყო წარმოდგენილი (მაგალითად, - 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სხვა ნომრით, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა ნომრით), არსებული ცვლილებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ ერთი რიგითი ნომერი აირჩიო ნორი სხვადასხვა სახის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის.

 


აღსანიშნავია ისიც, რომ თუ პარტია მონაწილეობდა ორივე საერთო არჩევნებში, მაგრამ ამჯერად მაგალითისთვის მხოლოდ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, მისთვის შესაძლებელია აირჩიოს ან პარლამენტის ბოლო არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მინიჭებული რიგითი ნომერი.

 


სასურველი რიგითი ნომრის მისაღებად, პარტიამ წერილით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აცნობოს საკუთარი გადაწყვეტილება 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.

 

 

სამართლებრივი აქტი ზემოაღნიშნულის თაობაზე ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო; ამ გადაწყვეტილების მიზანი კი პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის გამარტივების უზრუნველყოფას წარმოადგენს.

 


2 აპრილს ამომრჩეველი ბათუმში საკრებულოს დეპუტატს, რუსთავში კი პარლამენტის დეპუტატს აირჩევს.

 

 

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი