საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ, ისტორიულ არბორეტუმთან განახლებული საბავშვო სივრცე მოეწყო. მოედანზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი გასართობი ატრაქციონი და შემეცნებითი-ეკოსაგანმანათლებლო აბრები განთავსდა.
საბავშვო სივრცის გახსნაზე ბოტანიკურმა ბაღმა „ბასტი-ბუბუს“ ჯგუფს უმასპინძლა. სტუმრებს ბოტანიკურ ბაღში შემეცნებითი ექსკურსია ჩაუტარდათ, რის შემდეგაც, მათ ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.
ახალი საბავშვო სივრცე ბოტანიკური ბაღისთვის დამთვალიერებელთა მოზიდვის თვალსაზრისით, დამატებითი შესაძლებლობაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.