ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საერთო ინიციატივით ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეტალურად წარმოადგინა მერმა, ანი მოსოიანმა.
პარლამენტის დეპუტატმა სუმბატ კიურეღიანმა ისაუბრა 2021 წლის ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთის სწორად გადანაწილებაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების გუნდურ გადაწყვეტილებაზე, გადავადებული პროექტების დასრულებაზე.
მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს თავმჯდომარის, ვაან აროიანის ინიციატივას - მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პრიორიტეტული პროექტების შერჩევასა და განხორციელებაზე.
შეხვედრას მერის მოადგილეები - ალექსანდრე მიქელაძე, არმენ ბდოიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - კონსტანტინ ვარტანიანი, ვაღინაკ არზუმანიანი, ეკონომიკის, საფინანსო, ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები, მერის წარმომადგენლები, მათი სპეციალისტები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. მათ საჯაროდ განიხილეს 2022 წელს ადმინისტრაციული ერთეულებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების ნუსხის მიხედვით ბიუჯეტის განაწილების კანონიერება.
შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების საჯაროდ განხილვა, რომელიც მოსახლეობის უშუალო მონაწილეობით იყო შერჩეული. ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული სხვა პრობლემები, ქალაქის ეკოლოგიურ-ტურისტული რესურსების განვითარების საკითხები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.