საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი წარადგინა, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ოთარ შამუგია, რომელიც მანამდე დავითაშვილის მოადგილე იყო.
მთავრობიდან მიდის ნათია თურნავა, რომელიც ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუ სად განაგრძობს საქმიანობას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნათია თურნავა რჩება გუნდის წევრად, თუმცა მას აქვს თავისი გეგმები, რომლის თაობაზეც მოგვიანებით მოახსენებს საზოგადოებას.
„ბატონ ლევანს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მას, მის საქმიანობას. ლევანი იყო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის წარმატებული მინისტრი. იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევანი დანიშნა ეკონომიკის მინისტრად, როგორც მოგახსენეთ, იგი არის განათლებით ეკონომისტი, ძალიან კარგი განათლება, ცოდნა აქვს და ძალიან კარგი გამოცდილება აქვს დაგროვილი ახლა უკვე და მჯერა, რომ წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იქნება. ამავდროულად, მოგახსენებთ, რომ ლევანი არის ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, შეუნარჩუნდება ეს თანამდებობაც. რაც შეეხება ქალბატონ ნათიას, მე მინდა, ჩემი სახელით და მთავრობის სახელით, მადლობა ვუთხრა მას გაწეული სამსახურისთვის, ქალბატონი ნათია 3 წელი იყო მინისტრი ამ თანამდებობაზე, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში, ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და რა თმა უნდა, რჩება ჩვენი გუნდის წევრად. ნათიას აქვს თავისი გეგმები, თავისი ხედვები, თავისი სურვილი ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ მოგვიანებით და მე მინდა, მას მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და წარმატება ვუსურვო,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოთარ შამუგიას სამინისტროში 16 წლის მუშაობის გამოცდილება აქვს და მან დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას და გარემოს დაცვას.
„რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, მე წარმოგიდგენთ ბატონ ოთარ შამუგიას, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. ბატონი ოთარის შესახებ მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ვუთხრა საზოგადოებას - ოთარი არის დევნილი სოხუმიდან. ის დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, ასევე სკოლა დაამთავრა სოხუმში. შემდეგ დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. მან დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება. კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას ჩვენს მინისტრებს, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიმართულებით მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან და ბევრ სიახლეს წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.