გიგი უგულავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან ნათია თურნავას წასვლას მიესალმება და აცხადებს, რომ არასდროს დაავიწყდება თურნავას განცხადებას იმის შესახებ, რომ მას „ადამიანების შიმშილობა არ აინტერესებს“, რომელიც ეკონომიკის მინნისტრის პოსტზე ყოფნისას თურნავამ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა.
„ის ეკონომიკის მინისტრი იმთავითვე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომ წავიდა ძალიან კარგია, იმიტომ რომ, ეკონომიკას რომ თავი დავანებოთ, სიდუხჭირეს, ყველაფერ იმას, რაც ამ ქალბატონმა ვერაფერი ვერ უქნა და ვერც იზამდა ცალკე აღებული, ის უბრალოდ ამორალური იყო, რადგან... მე არასდროს არ დამავიწყდება, 20 წელია თითქმის ამ ქალბატონს ვიცნობ, მაგრამ არ დამავიწყდება ის, როდესაც სააკაშვილის 30-ე თუ მე-40 დღე იყო შიმშილობის და გამოვიდა და რაღაცნაირი გაბღენძილი ტონით ისაუბრა, როგორ არ აინტერესებს ადამიანების შიმშილობა, ეკონომიკის მინისტრს, სულ ერთია, ეს ადამიანი პრეზიდენტია თუ რიგითი მოქალაქე, ეკონომიკის მინისტრმა გვითხრა, რომ მას ხალხის და ადამიანების შიმშილობა არ აინტერესებს. და თუ პრეზიდენტზე იყო საუბარი, კიდევ უფრო დამამძიმებელია მის შემთხვევაში იმიტომ, რომ თურნავასნაირი ძალიან ბევრი მყავს ნანახი, როგორი ლეკვებივით იდგნენ სააკაშვილის მისაღებში. უსინდისობაა ეს და ამორალური ვერ იქნება კომპეტენტური და ამორალური ვერასდროს ვერ მოიტანს კეთილდღეობას. ასეთი მორალის ადამიანები, მედროვეები ვერასდროს ვერ მოუტანენ ქვეყანას ბედნიერებას და კეთილდღეობას“, - განაცხადა გიგი უგულავამ „ფორმულას“ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.