თბილისის 2016 წლის ბიუჯეტს დღეიდან ფრაქციები განიხილავენ. ამის შემდეგ მსჯელობა კომისიებში გაგრძელდება. უკვე ცნობილია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარით განისაზღვრა.
პრიორიტეტულ მიმართულებად სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები სახელდება. ბიუჯეტიდან დაფინანსებით იგეგმება 26 მაისის მოედანსა და პუშკინის ქუჩაზე ორ დონიანი გზების გაკეთება.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს.
„ყველა ჩვენი კონკრეტული შეთავაზების პასუხად მივიღეთ ბიუჯეტი, სადაც არანაირი კონკრეტული ხელშესახები მსხვილი ინფრასტრუქტურული ან რაიმე სიახლე სოციალური დაფინანსების კუთხით არ არის. პირიქით, ყველა ამ მიმართულებით კლებაა. ეს ნიშნავს, რომ მომავალი წელიც ნარმანიას შესაფერისად, უნიათოდ ჩაივლის“, – ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.