დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლაილაშში, უსახელოსა და ორბელში 50 წლისა და უფროსი ასაკის პირთა იმუნიზაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
გაზრდილია აცრის მსურველ მოქალაქეთა რიცხვი. ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200-ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს. ე.წ. ბუსტერის შემთხვევაში კი 100 ლარს.
ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
გიორგი ნემსაძემ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
სოფელ ლაილაშში ვაქცინაცია ჩაიტარა 15-მა მოქალაქემ, უსახელოში 22-მა, ხოლო ორბელში 14-მა.
ორბელის ამბულატორიაში ბუსტერ-დოზით აიცრა მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
მერიის ცნობით, იმუნიზაციის პროცესი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.