ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
მერის მოადგილის, არმენ ბდოიანის განცხადებით, თოვლის სახით უხვი ნალექის მოსვლის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, სპეცტექნიკა ღამის საათებშიც მუშაობს.
როგორც ბდოიანი აცხადებს, აქტიურად იწმინდება გზები გორელოვკის (სამება, ორლოვკა, სპასოვკა, ჟდანოვი) და ტამბოვკის (ასფარა) ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნალექი მოვიდა. ამჟამად, აღნიშნულ სოფლებში მოძრაობა თავისუფალია და ინტენსიური თოვის მიუხედავად, საავტომობილო მიმოსვლა არ შეჩერებულა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.