საქართველო არის ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, პლურალიზმის თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, მნიშვნელოვანია დემოკრატიის ქვაკუთხედების ბოლომდე შენარჩუნება და განვითარება.
"საქართველოში ორ თვეზე ნაკლებია, რაც ვიმყოფები. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო გახლავთ ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, პლურალიზმის თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. რეალური ნაბიჯები გადაიდგა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, გადაწყვეტილებები კი - მიუკერძოებელი.
ჩემი ყოფილი უფროსი, ჰილარი კლინტონი, ამბობდა და დღესაც ამბობს - დემოკრატია არ არის მიზანი, დემოკრატია პროცესია... მნიშვნელოვანია დემოკრატიის ქვაკუთხედების ბოლომდე შენარჩუნება და განვითარება", - აცხადებს იან კელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.