„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისი თქმით, „სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა“.
„პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა - გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ - მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ, გავითვალისწინოთ ეს რეალიები, აღნიშნული მოთხოვნები, ხალხის, ქვეყნის საჭიროება, ტკივილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია იმ დაგროვილი პრობლემებით, რომელთა გადაწყვეტაც სწორედ პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს. მზად ვართ, შევეჭიდოთ ამ ფონს, რასაც ჰქვია ანტისახალხო კოალიცია თანამედროვე საპარლამენტო უმრავლესობის სახით. თუნდაც ერთი ვიყოთ, თუნდაც მარტო ვიყოთ, ისტორიის კანონებით, ერთსა და უმცირესობას შეუძლია სამყაროს შეცვლა და ჩვენ როგორ ვერ უნდა შევძლოთ, როცა ამდენი ვართ რეალურად გარეთ, იმ ლამაზი ქვეყნის ფეხზე დაყენება და წინ გატყორცნა, რომელიც აქამდეც იმსახურებდა აღნიშნულს, რომ არა მთელი ეს კასკადი დანაშაულებრივი პოლიტიკისა. ამ პოლიტიკის მსხვერპლი არამარტო დღევანდელობაა, არამედ რომ არ დაბადებულან, ისინიც კი გახდებიან. ამათგან დაქცეული ქვეყანა, ამათგან აღებული მილიარდიანი საგარეო ვალები იმ ჯერ არდაბადებულების გადასახდელი იქნება. იმისთვის, რომ დამთავრდეს ჟამიანობა, დაჩქარდეს რეჟიმის შეცვლა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხმა იმ პარლამენტში შეიძლება გამოდგეს ერთ-ერთი გადამწყვეტი. ამისთვის მე მზად ვარ, პარტია მზადაა, გავაკეთოთ ყველაფერი და თავი არ დავზოგოთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ერთადერთია პარტიიდან, ვინც პარლამენტში მოხვდა.
მომავალ სასესიო კვირაში პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს შალვა ნათელაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და ასევე კახა კუჭავასთვის მანდატის შეწყვეტას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაასკვნა, რომ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეთ. ოპოზიციონერი დეპუტატებისაგან განსხვავებით, კახა კუჭავამ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს თავად მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.