თეთნულდის მთაზე, „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ორვარსკვლავიანი ეტაპი ჩატარდა. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ დისციპლინაში: თხილამურებსა და სნოუბორდში, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
მესტიის მერიის ცნობით, საპრიზო ადგილებზე გავიდნენ იაპონიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და რუსეთის წარმომადგენლები, რომელთა დაჯილდოვება მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში გაიმართა და გამარჯვებულებს საპატიო მედლები, სვანური ქუდები და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საგანძურის წიგნები გადაეცათ საჩუქრად.
ორვარსკვლავიან საკვალიფიკაციო ეტაპზე Wild Card-ის მფლობელი გახდა შალვა მარგიანი, რომელიც ოთხვარსკვლავიან FWQ-ზე (ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპი), მე-11 ნომრით, საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ფრირაიდის მსოფლიო ტურის ოთხვარსკვალვიანი საკვალიფიკაციო ეტაპი, 12 თებერვალს, თეთნულდის მთაზე გაიმართება.
გთავაზობთ, ორვარსკვლავიანი საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეთა (მესტიის მუნიციპალიტეტიდან) ქულებს:
შალვა მარგიანი (თხილამური) – 80.33
ლუკა გვარლიანი (თხილამური) – 60.00
ლუკა გოშთელიანი (თხილამური) – 57.00
ლაშა ჩართოლანი (თხილამური) – 50.33
მურმან მარგიანი (თხილამური) – 42.00
ბაქარ მუშკუდიანი (სნოუბორდი) – 56.67
გიორგი იოსელიანი (სნოუბორდი) – 39.00
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.