1992 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში ფუნდამენტურად ახალი ეტაპი დაიწყო. ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან არ ჰქონდათ არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები... თუმცა, 2004 წელს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა „დამატებით შეთანხმებას“, რომელიც შეხებოდა რუსეთ-ჩინეთის სახელმწიფო საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილს, რომლის მიხედვითაც - კუნძული „ტარაბაროვა", დიდი უსურიისკის კუნძულის ნაწილი ხაბაროვსკის მხარეში და კუნძული „ბოლშოი" ჩიტას რეგიონში, გადაეცა ჩინეთს!
ცნობისათვის, 2005 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვარის დემარკაციის შედეგად, რუსეთმა ჩინეთს გადასცა (დაუთმო!) ტერიტორიები და არსებული დღევანდელი სახელმწიფო საზღვრის სიგრძე შეადგენს - 4209,3 კმ. მათ შორის - 650,3 კმ. ხმელეთზე, 3489,0 კმ. მდინარეებზე და 70,0 კმ. ტბებზე გადის! დღეს, პუტინის რუსეთის მიერ დასავლეთის წინააღმდეგ აგორებული კრიზისის ფონზე, „დიდმა სტრატეგოსმა“, პუტინ-ხანმა პეკინში ჩინეთის მმართველთან, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ - „რუსეთი და ჩინეთი ეწინაღმდეგებიან ნატო-ს ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას და რომ მოსკოვი და პეკინი ერთად აპირებენ, დაუპირისპირდნენ სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას. ისინი თანხმდებიან, რომ მსოფლიოს არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების საზიანოდ. მხარეები მოუწოდებენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას „ცივი ომის“ ეპოქის იდეოლოგიურ მიდგომებზე. რუსეთ-ჩინეთი შეეწინააღმდეგებიან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დახურული სამხედრო ბლოკის სტრუქტურებისა და დაპირისპირებული ბანაკების ჩამოყალიბებას.
ჩინეთი, „გაგებით ეპყრობა“ და მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის წინადადებებს ევროპაში უსაფრთხოების გრძელვადიანი იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ფორმირების თაობაზე!“ ორიოდე სიტყვით, „სტრატეგოს-სტრატეგოსმა“, პუტინ-ხანმა გააკეთა არჩევანი (საბოლოო???!!!), „მიაფურთხა“ აშშ-ს და ევროკავშირს (პეტრე დიდის მიერ „ევროპაში გაჭრილი ფანჯარა ამოაშენა“), ანუ დაუპირისპირდა დასავლეთს და „ჩაეხუტა“ აღმოსავლეთს, ესე იგი, 140-მილიონიანი რუსეთი მსოფლიო ეკონომიკაში 3%-იანი წილით, ჩაახუტა1 მილიარდ 400-მილიონიან ჩინეთს („ჩინეთის დიდ კედელში ალაყაფის კარი გაჭრა“), რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 16%-ია და რომელთანაც - 4 ათას 210 კილომეტრიანი სახელმწიფო საერთო საზღვარი აქვს!!!
მშრალი სტატისტიკა: დღეს, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მოსახლეობა შეადგენს 10 მილიონ ადამიანს, ხოლო მისი უშუალო მოსაზღვრე ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის რეგიონში ცხოვრობს - 60 მილიონზე მეტი ადამიანი!!! ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ აღმოსავლეთ ციმბირის უზარმაზარი და უმდიდრესი რეგიონი, - „მუშახელის მწვავე დეფიციტს განიცდის“!!! მოკლედ, რუსეთის დაუძინებელი მტერიც კი ვერ გაუკეთებდა რუსეთს და რუს ხალხს იმ ბოროტებას, რაც ამ „გიგანტომანიით“ შეპყრობილმა კა-გე-ბე-ს პოლკოვნიკმა გაუკეთა, უკეთებს და გაუკეთებს, თუ იგი სასწრაფოდ ხრუშჩოვივით არ ჩამოაცილეს მმართველობას!!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.