საქართველო განაგრძობს საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად, სახელმწიფო კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველო 32-ე ადგილზე დაწინაურდა, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ესტონეთის შემდეგ მეორეა.
სახელმწიფოს კეთილსინდისიერებით საქართველო 2021 წელს რეიტინგში უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი, ლიეტუვა, ლატვია, ხორვატია, საბერძნეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და ა.შ.
„კონკრეტული კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა ინდიკატორებს, რომლითაც ფასდება სახელმწიფოები, ესენია - ადმინისტრაციული ტვირთი, სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, პრესისა და სასამართლოს თავისუფლება“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული „სახელმწიფოს სექტორის კეთილსინდისიერების ინდექსი 2021“აფასებს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს. კვლევის მიხედვით საქართველო სახელმწიფო სექტორის კეთილსინდისიერებით აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. სარეიტინგო თვალსაზრისით საქართველომ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, სადაც ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. წინა, 2019 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს უსწრებდა ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანა და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის ქვეყანას მეოთხე ადგილი ეკავა.
სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ იწარმოება. მისი გამოქვეყნება ევროპის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 2015 წლის შემდეგ დაიწყო.
ანგარიში გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების კვლევებს და ანგარიშებს ეყრდნობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.