თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ იყო განთავსებული.
კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევათა ინდენტიფიცირების მიზნით, მოკვლევა ჩაატარა და ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ოთხ მისამართზე მშენებლობის მწარმოებლები გააფრთხილა, რათა მათ უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ პროცესს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ამ ეტაპზე, ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინა და მშენებლობის შემსრულებლები გააფრთხილა“, - აცხადებენ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.