სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილესთან შოთა როსტიაშვილთან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, მელქონ მაკარიანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნაირი ირიციანთან, თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, სოსო ალიბეგაშვილთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ პრეზენტაციას თემაზე „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ახალქალაქში“ დაესწრო.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში სამთო-სათხილამურო კურორტის გაფართოება და ტურისტულ ცენტრად გადაქცევა.
სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.