ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 65 829 კვლევა ტესტით, მათ შორის 40 367 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 462 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 20 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 438 353.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 33.18%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 48 468 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 226 619.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 516 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა - 1 488, იმერეთი - 3 269, ქვემო ქართლი - 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 337, კახეთი - 1 127, მცხეთა-მთიანეთი - 370, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 97.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 196 192 საიდანაც:
• 6 100 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 483, აჭარაში - 768, იმერეთში - 1 226.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 261 პირი, მათ შორის, თბილისში - 488, აჭარაში - 153, იმერეთში - 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 39, იმერეთში - 23.
• 1 758 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 073 - თბილისში, 445 - აჭარაში.
• 188 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.