აშშ აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ შეიჭრას
12-02-2022, 11:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატები აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ შეიჭრას და მოუწოდებს მათ, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. თეთრი სახლის ინფორმაციით, თავდასხმა შესაძლოა საჰაერო დაბომბვით დაიწყოს, რაც ქვეყნიდან გამგზავრებას გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოქალაქეებს.

 

 

თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მსგავსი გაფრთხილება გაავრცელა დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, კანადამ და ნიდერლანდებმა და მათაც მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინა.

 

 

უკრაინის გარშემო შექმნილი კრიზისის განსამუხტად მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის ფედერაციის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით დაელაპარაკებიან.

 

 

მოსკოვი დასავლეთს ისტერიის შექმნაში ადანაშაულებს და დაჟინებით იმეორებს, რომ უკრაინაში შეჭრის გეგმები არ გააჩნია. 

 

 

ამასობაში, რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები წამოიწყეს, რომელშიც 30 000 რუსი სამხედრო მონაწილეობს. კრემლის წარმომადგენელმა ერთობლივ წვრთნებს სერიოზული უწოდა და თქვა, რომ რუსეთი და ბელარუსი „უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე დგანან“.

 


ნატო-ს განცხადებით, ცივი ომის შემდეგ, ერთობლივი წვრთნები რუსეთის სამხედრო შენაერთების ყველაზე დიდ განლაგებას წარმოადგენს ყოფილ საბჭოთა ბელარუსში. თეთრმა სახლმა აღნიშნულს, უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე, „ესკალაციის გამომწვევი“ ქმედება უწოდა. რუსეთი კი უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ არავითარი გეგმები არ გააჩნია უკრაინაში შეჭრაზე, მიუხედავად იმისა, რომ მის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს დაბანაკებული. მოსკოვის უარმყოფელი განცხადებების მიუხედავად, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას ნებსიმიერ დროს შეიძლება დაესხას თავს.

 

 

ევროპაში კი მაინც იტოვებენ იმედს, რომ დიპლომატიური ძალისხმევა კონფლიქტის თავიდან არიდების საწინდარი გახდება. მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც შემდეგ კიევში ჩავიდა, იქიდან კი სამშობლოში დაბრუნდა, ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინმა დაარწმუნა იგი, რომ რუსული სამხედრო ძალები არ გააძლიერებენ კრიზისს, მაგრამ რუსეთმა განაცხადა, რომ მას ამგვარი გარანტიები არ მიუცია.

 

 

მაკრონის ხელმძღვანელობით ორდღიანი ინტენსიური დიპლომატიის შემდეგ, არსებობს ვარაუდი, რომ განახლებული ფოკუსირება ე.წ. მინსკის შეთანხმებებზე - რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების საწინადარი უნდა იყოს - შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საფუძველი ახლანდელი კრიზისის განსამუხტად. უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერდნენ აღნიშნულ შეთანხმებებს 2014-2015 წლებში.

 


უკრაინის კრიზისის მოსაწესრიგებლად და ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად ევროპაში არაერთი შეხვედრა გაიმართა. 10 თებერვალს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბალტიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი, რომელიც გასულ კვირას კიევში იმყოფებოდა, ნატო-ს მოკავშირეების მხარადასაჭერად ბრიუსელსა და ვარშავაში ჩავიდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი