ვერის პარკის საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპის საჯარო განხილვა გაიმართა
12-02-2022, 12:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერიამ სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ ვერის პარკის საპროექტოს სამუშაოების პირველი ეტაპის საჯარო განხილვა გამართა. ღონისძიება ასევე სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და განხილვაში მონაწილეობა დაინტერესებულ პირებს ონლაინ რეჟიმშიც შეეძლოთ.

 

ვერის პარკის საპროექტო სამუშაოებს თბილისის მერიის ინიციატივით და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ვერის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, კომპანია ,,ატელიე არქიტექტს“ ახორციელებს. საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპიკვლევითი სამუშაოების განხორციელებას და დიზაინის კონცეფციის შემუშავებას მოიცავდა.

 

ღონისძიებაზე ვერის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კასრელიშვილმა და პროექტის მთავარმა არქიტექტორმა, რატი ჩომახიძემ დამსწრე საზოგადოებას პროექტი დეტალურად გააცნეს.საჯარო განხილვაშიმონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, თბილისის განვითარების ფონდის, ევროპის საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები.

 

საჯარო განხილვა მოიცავდა დისკუსიასაც. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები დაეფიქსირებინათ. ღონისძიების მონაწილეებმა საპროექტო სამუშაოებში ჩართული ექსპერტების და სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც განიხილეს და პროექტში პრიორიტეტული მიმართულებების ასახვაზე იმსჯელეს.

 

ვერის პარკის რეაბილიტაციისპროექტი სამ ეტაპად შემუშავდება. პირველი ეტაპი - კვლევითი სამუშაოების განხორციელებას და დიზაინის კონცეფციის შემუშავებას ითვალისწინებს, მეორე ეტაპი - არქიტექტურული პროექტის შემუშავებას, ხოლო მესამე ეტაპი - დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.

 

საჯარო განხილვების ჩატარება პროექტის ყოველი ეტაპის დასასრულების შემდგომ არის დაგეგმილი.


ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი