დღეს, გამთენიისას, ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 მე-8 კილომეტრზე, გზა დაიმეწყრა და ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დილიდან ადგილზე იმყოფება ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუაბრია.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებულია ,საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის,ვანის სერვის ცენტრის ეკიპაჟები.
ვანი-სულორის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია, მაგრამ ადგილობრივ მოახლეობას შეუძლია მუნიციპალიტეტის ცენტრს დაუკავშირდეს შემოვლითი გზებით.
კერძოდ: სულორის მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია გადიდი-ზედავანის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით,ძულუხის მოსახლეობას კი რომანეთი-საპრასიის დამაკავშირებელი შემოვლითი გზით.
აღნიშნულ მონაკვეთზე ხვალ დილიდან დიწყება დროებითი, ალტერნატიული გზის მოწყობა , რათა არ შეფერხდეს საავტომობილო მიმოსვლა , გზის სრულად აღდგენამდე.
შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან სტიქიის განვითარების მიზეზებს და ამის შემდეგ დაიწყება ვანი-სულორის დამაკავშირებელი საატომობილო გზის რეაბილიტაცია.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.