ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით საქართველოს 91% დაიფარება
16-11-2015, 01:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის" პროექტის დასრულების შემდეგ 41%-ით გაიზრდება ინტერნეტ­მომხმარებელთა რაოდენობა და ზოგადად, საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარვა იქნება 91%, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა.


ირაკლი ქაშიბაძის ინფორმაციით, მოეწყობა ჩართვის წერტილები, რაც ინტერნეტ პროვაიდერებს გაუადვილებს ინტერნეტის აბონენტებამდე მიყვანას. მისივე თქმით, საქართველოში 150-მდე ინტერნეტპროვაიდერია და მათ საკუთარი საქმიანობის გასაფართოვებლად შესაძლებლობა ეძლევათ.


"ჩართვის წერტილი, ეს არის შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ობიექტი, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტ­პროვაიდერებს უადვილდებათ მიაწოდონ საკუთარი მომსახურება კონკრეტულ აბონენტებს. თუ ადრე ინტერნეტპროვაიდერს რომელიმე სოფელში ინტერნეტის მისაწოდებლად უხდებოდა გადამცემი ინფრასტრუქტურის საკუთარი სახსრებით მშენებლობა, იქნებოდა ეს რადიოსარელეო თუ ოპტიკური ინფრასტრუქტურა, ახლა ეს უკვე აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, პროვაიდერები დაზოგავენ ძალიან დიდ თანხას და კონკრეტულ სოფლებში მიერთების წერტილები ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა. ასეთი წერტილები მოეწყობა სკოლებში ან გამგეობებში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. დღეისათვის საქართველოში მუშაობს 150-მდე მცირე თუ საშუალო ინტერნეტპროვაიდერი. წარმოიდგინეთ, რამხელა შესაძლებლობა მიეცემა მათ თავისი მომსახურების გასაფართოებლად. რა თქმა უნდა, დიდ პროვაიდერებსაც გაუჩნდებათ ასეთივე შესაძლებლობები, რადგან მანამდე კონკრეტულ სოფლებში ინტერნეტის შეყვანა იმდენად ძვირი უჯდებოდათ, რომ ამის გაკეთება არც კი უღირდათ. ახლა კი, როცა უკვე მიყვანილი იქნება კაბელი, რა თქმა უნდა, კონკურენციაც გაიზრდება როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ კომპანიებს შორის", - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ.


კითხვაზე, თუ რამდენად ხელსაყრელ ფასად მიიღებს მომხმარებელი ინტერნეტს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე პასუხობს, რომ დღეისათვის ყველაზე მაღალი ხარისხის ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად ლიტვაშია, სადაც უკვე განხორციელდა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი.


"დღეისათვის ევროპაში ყველაზე მაღალი ხარისხის, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად სწორედ ლიტვაშია ხელმისაწვდომი. წარმოიდგინეთ, რა შედეგი გამოიწვია იქ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტმა. ეს არის უდიდესი ინვესტიცია საქართველოს მომავალში და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და ფონდი "ქართუ" ახორციელებს. საერთო ჯამში, საქართველოში პროექტის განსახორციელებლად გრანტის სახით 150 მილიონამდე დოლარი გამოიყოფა. სხვა შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება, რადგან ამისათვის ძალიან მასშტაბური ინვესტიციაა საჭირო. ლიტვაში ეს პროექტი ევროკავშირის გრანტით განხორციელდა", - განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.


ირაკლი ქაშიბაძის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ პირველადი მონაცემები, თუ რა ეფექტს მოიტანს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელსაც ახორციელებს Opennet-ი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული გრანტით შემდეგნაირი იქნება - პროექტის დასრულების შემდეგ 41%-ით გაიზრდება ინტერნეტ­მომხმარებელთა რაოდენობა და ზოგადად საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარვა იქნება 91%.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი