სულორი-ვანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, დღეს დილიდან ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გრუნტის მოჭრა და გატანა, დროებითი გზის მოსაწყობად.
სამუშაოების მიმდინარეობას დილიდანვე ადგილზე ეცნობა ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელები.
გუშინ გამთენიისას, სულორი-ვანის საავტომობილო გზის მე-7, მე-8 კილომეტრზე გზა დაიმეწყრა და ჩაინგრა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.