საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა.
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისთვის.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა მას მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.