ვანი-სულორის საავტომობილო გზის დამეწყრილ უბანზე, მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები.
ვანის მერიის ცნობით, მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება ინტენსიურ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში, შეუფერხებლად აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.
პარალელურად სპეციალისტები იკვლევენ სტიქიის განვითარების მიზეზებს, შესაბამისი დასკვნის შემდეგ კი დაიწყება აღნიშნული გზის, დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.