თბილისში, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მდებარე 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქების გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა, ლადო ძნელაძემ განუცხადა.
„წინასწარი ინფორმაციით, გაზის აფეთქებაა, ფანჯრები გადმოყრილია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. წინასწარი ინფორამციით, მათი საცხოვრებელი სერიოზულად არის დაზიანებული. შევისწავლით ყველაფერს და თბილისის მუნიციპალიტეტი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს. აფეთქების დროს სახლში ეთი პირი იმყოფებოდა და მსუბუქად არის დაშავებული“, - განაცხადა ძნელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.