კანადაში უცნობმა პირებმა მეჩეთი დაწვეს. როგორც cp24.com იტყობინება, ერთ-ერთ მეჩეთს პროვინცია ონტარიოს ქალაქ პიტერბოროში, ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 11 საათზე წაუკიდეს, ნახევარი საათის შემდეგ, რაც კავარტჰას მუსლიმი რელიგიური ასოციაციის წევრები შენობაში იმყოფებოდნენ და ბავშვის დაბადებას ზეიმობდნენ. შენობა იმდენად დაზიანდა, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი პოლიციიის ცნობით, ბოროტმოქმედთა მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.