ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე, დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა აღდგენილია.
პარალელურ რეჟიმში დაწყებულია გზის დამეწყრილი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესი.
სამუშაოების მიმდინარეობას, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ამირან თევდორაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
სულორში 13 თებერვალს მომხდარი სტიქიის შემდეგ, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სწრაფი რეაგირების შედეგად , უმოკლეს ვადაში მოხდა დროებითი გზის მოწყობა და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.
რაც შეეხება გზის დამეწყრილ მონაკვეთს, კვლავ უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშოები, რათა დროულად იქნეს შესაძლებელი სტიქიის სრული ლიკვიდაცია.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.