იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაქცინაცია გრძელდება.
მიმდინარე პროცესს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ნინოწმინდის მერთან, ანი მოსოიანთან ერთად, სოფელ განძაში ადგილზე გაეცნო.
ვაქცინაციის კამპანიის მიზანია, სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრა, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში.
ამ ასაკის მოსახლეობისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებული ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს.
კამპანია გაგრძელდება და საბოლოოდ, მოიცავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც ამ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.
ვაქცინაციის კამპანიის ორგანიზებასა და საჭიროების შემთხვევაში სოფლების ამცრელი ბრიგადითა და ვაქცინით უზრუნველყოფას სამინისტროს ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ახორციელებს. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.