რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარები დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან
15-02-2022, 17:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარების ნაწილი წვრთნების დასრულების შემდეგ თავიანთ ადგილებს უბრუნდება. ამის არ სჯერათ უკრაინაში და ბრიუსელში. „როცა ჩვენ დავინახავთ გაყვანას, დავიჯერებთ, რომ დეესკალაცია სახეზეა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნატოს სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ჯერჯერობით დეესკალაცია არ უხილავს, მაგრამ მოსკოვიდან მიღებული სიგნალები „ფრთხილი ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს იძლევა“.

 


ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საკუთარი უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთების შესახებ საკითხის განხილვის სურვილი აქვს, მაგრამ გამაფრთხილებლად ამბობს, რომ ომის შემთხვევაში გერმანიის მიმართულებით გამავალი მთავარი გაზსადენი „ფუნქციონირებადი არ გახდება“. დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერების მიზნით გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი თავისი კაბინეტის წევრებთან, უკრაინის თემაზე „კობრას“ საგანგებო შეხვედრას მართავს.

 

 

ამასობაში მოსკოვი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას და სახელმწიფო სათათბირომ (დუმა) კენჭისყრით მხარი დაუჭირა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის - ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „სუვრენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების რეზოლუციას და მიმართა ვლადიმერ პუტინს, რომ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი აღნიშნულ დოკუმენტს. თუკი პუტინი პარლამენტის მოთხოვნას გაითვალისწინებს ეს მინსკი შეთანხმებას თავდაყირა დააყენებს, რამაც შესაძლოა საბოლოოდ გამოუთხაროს ძირი უკრაინის ამ რეგიონებში მშვიდობის და სტაბილურობის აღდგენის პერსპექტივას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი