ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის შენობის სრული აღდგენა ხორციელდება
16-02-2022, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.

 


ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ამირან თევდორაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დიხაშხოს საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერეს.

 


ამ მომენტისთვის უკვე გადახურულია შენობა, შეცვლილია კარ-ფანჯარა, მიმდინარეობს შიდა სარემონტო, იატაკის , ჭერისა და კედლების დამუშავების პროცესი.

 


პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და მისი ღირებულება 383 754 ლარია.

 


პროექტის ფარგლებში შეიცვლება ელექტრო გაყვანილობა, მოეწყობა ცენტრალური გათბობა, გაილესება და შეიღებება შენობის გარე ფასადი, ასევე მოხდება ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა.

 


სოფელ დიხაშხოს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდ კინგს“-ი მუშაობს.

 


თანამედროვე სტანდარტების დაცვით რეაბილიტირებული სოფელ დიხაშხოს საბავშვო ბაღი, აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს, ბაღში იფუნქციონირებს „ბაგა“ ჯგუფიც.

 


შენობა 60 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის სრულად იქნება ღჭურვილი ბავშვის მოვლისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო რესურსით.

 


ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი