ცაგერის მუნიციპალიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მაიორი დანიელ რ.სეკულა ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებების გაცნობის მიზნით ეწვია.
სტუმრებმა დაათვალიერეს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, არსებული აპარატურა.
მუნიციპალიტეტის მხრიდან დახმარება ეთხოვათ დიალიზის ცენტრის აშენებასა და ფუნქციონირებაზე, ასევე, როგორც მაღალმთიანი და რელიეფურად რთული მუნიციპალიტეტი, უხვი ნალექის პერიოდში მძიმე ტექნიკის საჭიროებაზე. ამერიკის საელჩომ დახმარება აღუთქვა მუნიციპალიტეტს.
სტუმრებს შეხვდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები რეზო ხეცურიანი და მარიკა კოპალიანი, სოციალურო და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მენეჯერი მირანდა ბაბლუანი.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.