ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე უცხოელ კოლეგებს ხვდება
16-02-2022, 19:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება. დღეს ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან იანა ჩერნოჩოვასთან, ხოლო ლიეტუვასთან გაფორმდა მრავალმხრივი შეთანხმება კიბერუსაფრთხოების სფეროში.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ჩეხ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა მიმოიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და ხაზი გაესვა წლების განმავლობაში, ჩეხეთის მიერ გაწეულ წვლილს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.

 


საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო ინდუსტრიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვის სფეროში 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.

 


ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა ასევე გაფორმდა ლიეტუვას თავდაცვის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრის ფარგლებში, რომელმაც მომავალი პარტნიორობის მიმართულებები უნდა განსაზღვროს.

 


ასევე, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც კაუნასის კიბერუსაფრთხოების ცენტრთან თანამშრომლობას გულისხმობს, რომლის სახითაც ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისთვის დამატებითი მექანიზმი შეიქმნა. მემორანდუმის მონაწილე ქვეყნები საქართველოსთან ერთად არიან უკრაინა, ლიეტუვა და აშშ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი