1830 წლის დაკვირვება: პოლიციამ ვერაფრით ალაგმა ტფილისის მთავარ ქუჩებში სხვადასხვა ერის თავმომწონე შვილთა ცხენით ნავარდი, რომელიც ზოგჯერ დოღსაც ემსგავსებოდა
17-02-2022, 09:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფოტო: მტკვრის მარცხენა სანაპირო – მოცურავე წყლის წისქვილები, მიხეილის (დღევანდელი ზაარბრიუკენის) ხიდი, რიყის ქუჩა და ცენტრში – წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (1812 წ.). საქართველოს ეროვნული არქივი და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) - https://www.vangogen.com.ge/ 

 

1830 წლის დაკვირვება: პოლიციამ ვერაფრით ალაგმა ტფილისის მთავარ ქუჩებში სხვადასხვა ერის თავმომწონე შვილთა ცხენით ნავარდი, რომელიც ზოგჯერ დოღსაც ემსგავსებოდა. თუმცა მხედართა ამ შეჯიბრს, უფრო კი ჯიბრს, უბედური შემთხვევები არ მოუტანია. რა ექნთ, სისხლში აქვთ! საერთოდ ქვეითი აზიელი ისე მოჩანს, როგორც არასრულფასოვანი არსება. ცხენზე ამხედრებული აზიელი კი ორი არსებაა ერთში შერწყმული. მისი ცხენზე ჯდომის მანერით შესაძლებელია მიხვედრა თუ ვისი ადათ-წესების და მრწამსის მატრებელია იგი, მაშინაც კი როცა თავმომწონეობს ქალაქსა თუ დოღში.

 

 

ჩერქეზი მხედრის მოძრაობაში ჩანს მსხვერპლის მძებნელი, რომელიც მზადაა მყისიერ დაესხას მასზე სუსტს და მსუბუქად გაექცეს მასზე ძლიერს. ქურთი მხედარი ცხენის სიმსუბუქის იმედად, მტაცებელი ფრინველივითაა, მისი მოქნეული მცირე ზომის შუბი შხუილით და სტვენით გააპობს ჰაერს, ხოლო მისკენ მომართულ დარტყმას გასაოცარი გახტომით აიცდენს. ქართველ მხედარს წარმოსადეგ ცხენზე ჯდომით უყვარს თავის მოწონება, მის მოძრაობაში იკვეთება ერთგვარი დახვეწილობა, მეომრულ სულთან თანაზიარი. სპარსელ და თურქ მოხელეებს, ოდითგანვე ფუფუნებასთან წილნაყართ, გრძელ, მოუხერხებელ და ძვირფასი ტანსაცმელის ტყვედქცეულის ტაატით სვლა გამოარჩევს.

 

 

ცხენზე ამხედრება მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ, ქალთათვის სათანადო უნაგირიც არ კეთდებოდა. აზიურმა ეჭვიანობამ ქალთათვის ტახტრევანი მოაფიქრა. ამ მცირე „სახლით“, რომელიც აბრეშუმის ნაჭერით კარგადაა ყველა მხრიდან დახურული და მასში ცხენებია შებმული, ქრისტიანს ცოლ-შვილი გადაჰყავდა, მუსულმანს კი ჰარემი. ყველაზე უფრო გავრცელებული ტრანსპორტი კი მაინც ორთვალა ურემი იყო. მასში ექვსამდე კამეჩი ან ხარია ებმებოდა. მზისგან თავის დასაცავად ზემოდან ან ხალიჩას წამოაფარებდნენ ან აბრეშუმის ქსოვილს. ბოლო წლებში (1820-იანი) მაღალი საზოგადოების ქართველი ქალები უარს ამბობდნენ ტახტრევანზე და ურემზე, უცხოთა შემყურე ეკიპაჟებს ეტანებოდნენ. ეს ეკიპაჟები ტფილისში გენერალ ერმოლოვის მიერ ქუჩების გაგანიერების შემდეგ გამოჩნდნენ პირველად.

 


კიდევ ერთი „ტრანსპორტის“ შესახებ. 1816 წელს ერთი ფრიად საპატივცემულო გვამი, მიიწვიეს მთავარმართებელთან სტუმრად, მაგრამ ტფილისში უამინდობისას გაჩენილი ტალახის და ჭუჭყის გამო ტანისამოსის დასვრის შიშით, ვერ მიდიოდა და საშველიც მოაფიქრდა, იმ დროისთვის ტფილისისთვის მგზავრობის ახალი ფორმა. ტფილისში მყოფი იმერელი მტვირთავებიდან ერთ-ერთს მხრებზე აჰკიდა მოწნული დიდი ზომის კალათი, თვითონ კი შიგ ჩაგორდა. ამ მეთოდს სხვებმაც მიბაძეს და ზოგი გოდრით და ზოგი პირდაპირ მხარზე მსხდომი, მათ შორის ქალებიც სარგებლობდნენ.

 

 

1823 წლიდან ქალაქში გამოჩნდნენ „დროჟკის იზვოშჩიკები“ და სულ რამდენიმე წელიწადში ისე მომრავლდნენ, რომ გაცდნენ კიდეც ფუფუნების ზღვარს. „დროჟკით“ სიარული განსაკუთრებით ქალებს მოეწონათ. 1824 წელს ტფილისში გამოჩნდა საფოსტო „პოვოზკაც“, ცხენის კისერზე გადებულ ძელზე ჩამოკიდული პატარა ზარით.

 


ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი