საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის აზრით, არ არსებობს მედიასაშუალება საქართველოში, რომელიც მთავრობის მხარდამჭერ პოზიტიურ გადაცემებსა და სიუჟეტებს ამზადებს.
აღნიშნული განცხადებით ვოლსკი დღეს აშშ-ის ელჩის, იან კელის გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
"არ მეგულება არც ერთი მედია საშუალება საქართველოში, რომელიც გამიზნულ, ჩამოყალიბებულ, პოზიტიურ გადაცემებს ან სიუჟეტებს აკეთებს მთავრობის მხარდასაჭერად. არადა, სტრატეგიული მიმართულების საკმაოდ ბევრი პროექტია საქართველოში, პოზიტიური საკმაოდ ბევრია, მაგრამ არასდროს, არც ერთი მედიასაშუალებისთვის სახელმწიფოს არ დაუვალებია და არ გაუკეთებებია ორგანიზება, მისთვის ხოტბის შესასხმელად. ამისთვის მედია არ არის და ასეც გაგრძელდება, იმის მიუხედავად, თუ რას იტყვის ბატონი ელჩი", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
როგორც "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, "რუსთავი2"-თან დაკავშირებულ მოვლენებზე დასმული კითხვის პასუხად იან კელიმ განაცხადა, თუ საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ოპოზიცია დაკარგავს წვდომას ამ სატელევიზიო არხზე ან ეს არხი ზეკრიტიკულიდან გახდება ნეიტრალური, ან კიდევ უარესი - პროსამთავრობო, ეს გამოიწვევს ეჭვს, რომ საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი თანაბარი სათამაშო ველი. ამერიკელი დიპლომატის თქმით, წამყვანი ოპოზიციური არხის მიერ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ნამდვილად უცნაური იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.