ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, ხოლო რუსთავისა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მისი დასახელება და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ბადრი ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი იქნება.
„ობიექტურად რომ ვთქვა, ამას პლუსებიც ექნება და მინუსებიც. იმის ლუსტრაცია, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია, რა თქმა უნდა, ზიანსაც მიაყენებს, მაგრამ გარკვეულ ელექტორატს მოაბილიზებს. ყველა ვარიანტში, ბადრი ჯაფარიძის დაყენება მმართველი გუნდის კანდიდატის კონკურენტ კანდიდატად, მათთვის პრაგმატულადაც კი, ძალიან წამგებიანია. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი დამნაშავედ იყო ცნობილი და ამის შემდეგ, მისი კანდიდატურა გარდაბნელებს და რუსთაველებს შესთავაზეს. რამდენ რაიონში დააყენეს დამნაშავე კანდიდატები? ეს ჩვენი შეფასებით კი არ არის და ჰაერზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არიან დამნაშავედ ცნობილი. ისინი მათ კანდიდატებად პერმანენტულად აყენებენ ხოლმე, რითაც შეურაცხყოფას აყენებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს.
პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი იქნება. სხვანაირად წარმოუდგენელია. თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა ბრინჯაოს გიორგიდ წოდებული გიორგი გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის, რადგან რამენაირად მეორე ტურში გადაიყვანოს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ეს ამბავი ცოტა უფრო საინტერესო გახდეს. თუ ამას ვერ გაბედავს იმიტომ, რომ ძალიან გაშიშვლდა მათი მხრიდან „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის პოლიტიკა, კიდევ უფრო მარტივი იქნება საქმე. გულწრფელად გეუბნებით, რომ ის 2-3%, რომელიც გახარიას ანგარიშზეა დარჩენილი, შეიძლება, ჩვენთვის ცოტა უხერხულობა იყოს. ახლა ერთ-ერთ ინტრიგად რჩება, ამ თამაშში ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია შემოვარდება თუ, არა. სხვ არაფერია, ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი, რადგან შეუძლებელია, ირაკლი შატაკიშვილს გარდაბნის ისტორიულ სოფლებსა და რუსთავში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა მოუგოს, მით უმეტეს, თუ ეს იქნება სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბადრი ჯაფარიძე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.