ვანის მუნიციპალიტეტის შუამთას ადმინისტრაციულ ერთეულში, შუამთა-ქედის დამაკავშირებელი საუბნო-საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
შუამთა-ქედის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე იგება 2 100 მეტრი ბეტონის გზა. სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მიმდემი“.
პროექტს აფინანსებს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა და მისი ბიუჯეტი 433 488 ლარს შეადგენს.
სპეციალისტების განხადებით სამუშოები ვადების დაცვით,ხარისხიანად სრულდება.
ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.