თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა.
ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის საწყის ეტაპზე და მსუბუქი კონსტრუქციის ორი ღობე.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები ერთი კვირის წინ გააფრთხილა, რის შემდეგაც,ერთმა მოქალაქემ მშენებარე ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი თავად განახორციელა.
ჯამში, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული სამი კაპიტალური ფუნდამენტისა და ღობეების დემონტაჟი მოახდინა.
ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.