ვარკეთილის დასახლებაში, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისთვის, სამუშაოები 300 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს, სადაც ახალი სანიაღვრე სისტემა ეწყობა.
პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება.
გარდა ამისა, ჯავახეთის ქუჩაზე, მეტროსადგურ„ვარკეთილის“ მიმდებარედ არსებულ მოედანზე, სატრანსპორტო კუნძულები მოეწყობა, გაფართოვდება საფეხმავლო ბილიკები, ხოლო მოედნის ტერიტორიაზე ასფალტის საფარიდაიგება.
პროექტის განხორციელების შედეგად, მეტროსადგურ„ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიასა და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე, რომელიც დასახლებაში საკმაოდ დატვირთული და მოძრავია, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.