ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილითა და ინიციატივით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა.
გამწვანებული დასასვენებელი სივრცის მოწყობის მიზნით, 17 ფარეხის დემონტაჟის შემდეგ, ტერიტორიაზე „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით, დასუფთავების აქცია ჩატარდა. ამის შემდეგ, N19 და N35 კორპუსების შორის გამგეობის მიერ კეთილმოწყობილი, გამწვანებული სკვერი მოეწყობა.
ადგილობრივ მოსახლეობას საპროექტო კომპანიასთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე შეხვდნენ.
„ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით, ტერიტორიაზე 17 რკინის და ბეტონის ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით ტერიტორია მოვასუფთავეთ. ეს ვაკის რაიონში ფარეხების ჩანაცვლების პირველი შემთხვევაა. სასიხარულოა, რომ მოსახლეობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და უსახური ნაგებობების სანაცვლოდ, კეთილმოწყობილი, გამწვანებული სივრცე ექნებათ“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.
დასასვენებელი სივრცის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით მომზადდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.