დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
18-02-2022, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

აღნიშნულ ქუჩებზე, წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. გასულ წელს მოწესრიგდა ამ ქუჩების გარკვეული ნაწილი, ახლა კი მეორე ეტაპი დაიწყო.

 

 

სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 8 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

 


„დიდი დიღმის კერძო დასახლებაში ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე ვაგრძელებთ სამუშაოებს, სადაც გასულ წელს გარკვეული მონაკვეთი უკვე მოწესრიგდა. ახლა ასმათის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, ხოლო ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 


სამუშაოებს კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი