სამგორის რაიონში, 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №162-ის მიმდებარედ სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 12 800 კვ. მ-ის ფართობი კეთილმოეწყობა. ახალ სკვერში განთავსდება საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები.
საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება. ამასთან, სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი. სამუშაოებისთვის, რომელსაც გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ალგე ჯგუფი“ ასრულებს, ბიუჯეტიდან 1 208 533 ლარი გამოიყო. პროექტის მიმდინარეობას ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე, სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.
ინფორმაციას სამგორის რაიონის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.