ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მოადგილესთან თემურ მჭედლიძესთან ერთად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
თათბირზე აღინიშნა, რომ განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება, საქართველოს მთავრობის მხრიდან მოხდება და საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალური ბიუჯეტითაც შეივსება.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.