საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბულგარელ კოლეგას, კირილ პეტკოვს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ 2022 წელი ორმხრივ ურთიერთობებში საიუბილეოა, რამდენადაც საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, რაც კარგი საფუძველია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.
საუბრისას, ხაზი გაესვა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ ტენდენციას, ასევე იმ პოტენციალს, რომელიც ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მიმართულებით არსებობს.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე ნატოს ღია კარის პოლიტიკას და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ასევე მადლობა გადაუხადა ასოცირებული ტრიოს ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანი ფორმატია სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით ევროპული ინტეგრაციის პროცესში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მისაღწევად.
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.