პოლკოვნიკ პუტინს, „ჰიპერზვუკავოი“ ბირთვული რაკეტებით დასავლეთის დაშინების „ა“ გეგმა ჩაეშალა, ანუ დასავლეთმა „არ დაზადნა“, ნატო-ს აღმოსავლეთით არგაფართოების და ნატო-ს 1997 წლის პოზიციებზე დაბრუნების რუსეთის „მოთხოვნას“ - სასტიკი უარით უპასუხა! მეტიც, დასავლეთმა რუსეთის ამ თავხედური მოთხოვნების შედეგად თავისი ძალების არნახული კონსოლიდაცია მოახდინა! ნეიტრალური შვედეთიც და ფინეთიც კი, ნატო-ში გაწევრიანებაზე ალაპარაკდნენ! ამიტომ, დასავლეთში ხელმოცარული და შერცხვენილი პუტინი, როგორც ჩანს, ამის კომპენსირებას პოსტსაბჭოთა სივრცეში მოახდენს და რუსეთში „სახის შესანარჩუნებლად“, „ბ“ გეგმას აამოქმედებს, რაც მან 2008 წელს საქართველოში, კერძოდ, ცხინვალის რეგიონში გააკეთა (როგორც ცხინვალიდან, დღეს, ზუსტად ისე გაჰყავს მოსახლეობა დონეცკიდან და ლუგანსკიდან!)!
კრემლი დონბასში ლოკალურ კონფლიქტს „გაითამაშებს“, რუსი ეროვნების ადამიანების „გენოციდისგან დაცვის მიზნით“, დონეცკში და ლუგანსკში რუსეთის რეგულარული ჯარები შევლენ, პუტინი კი, ტელევიზიით გამოვა და რუსეთის დუმის მოთხოვნას - „დნრ" და ლნრ"-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობას“ დააკმაყოფილებს! მოგვიანებით, როგორც ყირიმში, დონბასის ამ 2 სეპარატისტულ და მარიონეტულ წარმონაქმნში რეფერენდუმს ჩაატარებს და ამის საფუძველზე ორივეს რუსეთს მიუერთებს! ამასთანავე, პუტინი ბელორუსიაში სამხედრო ბაზას განათავსებს, მის მიერ „გადარჩენილ“ ლუკაშენკოს, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს ბელორუსიაში და მთლიანად დამოკიდებულია პუტინის ნება-სურვილზე, აფხაზეთის და ცხინვალის „დამოუკიდებლობას“ აღიარებინებს!
ამავდროულად, პუტინი მის ყურმოჭრილ ოს სეპარატისტებს ცხინვალში რეფერენდუმს ჩაატარებინებს და მათ საუკუნოვან ოცნებას შეუსრულებს - ე.წ. „სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთს მიუერთებს“, ანუ რუსეთის ფედერაციაში მიიღებს! პუტინი აფხაზებსაც იგივეს გაუკეთებს, რასაც ოსებს, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, რადგან ოსებისგან განსხვავებით აფხაზების უმრავლესობა რუსეთში „შესვლის წინააღმდეგია!“ ამიტომ, პუტინი აფხაზეთში შიდა სისხლისღვრის ინსპირირებას მოახდენს, აფხაზი სეპარატისტების სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის, მათ ერთმანეთს დაახოცინებს, მინიმუმ 100-ამდე ადამიანი დაიღუპება და სწორედ ამ ფონზე, „აფხაზეთის მოსახლეობის თხოვნით სისხლისღვრის შესაწყვეტად“, აფხაზეთში არსებული რუსული ჯარების რაოდენობას გააორმაგებს და დამატებით სამხედრო დანაყოფებს შეიყვანს, სადაც „ხალხის მოთხოვნით“ ამჟამინდელი სეპარატისტული ხელისუფლება „გადადგება და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება“, რომლის შემდეგ „ახალი არჩევნები და რეფერენდუმი ჩატარდება“ და მისი შედეგების საფუძველზე, პუტინი აფხაზეთის „რესპუბლიკას" რუსეთის ფედერაციას მიუერთებს!
მოკლედ, პუტინი პოსტსაბჭოთა სივრცეში „გაჯეჯილებით“, ანუ უკრაინის და საქართველოს რამდენიმე რეგიონის ოკუპაციით და ანექსიით „დაკმაყოფილდება“, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთის შიგნით, პუტინის რეიტინგი გაიზარდოს, რადგან მისი პროპაგანდის მიერ ზომბირებული რუსების თვალში, პუტინი - „საბირაწელ ზიმელ" და უძლეველი ბელადი იქნება, ეს კი გარანტიაა იმისა, რომ პუტინი ხელისუფლებას შეინარჩუნებს! პუტინის ამ ქმედებების გამო, დასავლეთი უმკაცრეს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს რუსეთს, რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებს, თვით პუტინის ჩათვლით! დასავლეთი არასდროს არ ცნობს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების კანონიერებას და პრევენციის მიზნით, რომ რუსეთმა უკრაინის და საქართველოს მთლიანი ოკუპაცია ვერ მოახდინოს, - უკრაინას (ყირიმის და დონბასის გარეშე) და საქართველოს (აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე) სწრაფად მიიღებს ნატო-ში, იმის დათქმით, რომ ყირიმი, დონბასი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მათი შემადგენელი ნაწილია, რომლებიც დროებით ოკუპირებული და ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ!! დიახ, ჩემი აზრით, ამ ისტორიულ ეტაპზე ასე დამთავრდება დასავლეთის და რუსეთის ამჟამინდელი დაპირისპირება, ანუ მესამე მსოფლიო ბირთვული ომი არ დაიწყება! ხოლო, რა იქნება მომავალში, როცა პუტინი ჩაძაღლდება („კაშჩეი ბესმერტნი“ ხომ არ არის?!), დღეს, ამის პროგნოზირება მკითხაობას ნიშნავს!..
P.S. ნატო-ში უკრაინის და საქართველოს წევრობა, უეჭველად დააჩქარებს ორივეს გაწევრიანებას ევროკავშირში!!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.