ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მოადგილეებთან - ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, იწყება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელების ახალი ეტაპი. მერის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, აგრეთვე, გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება საერთო კრებები მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში.
მერმა წარმომადგენლებს დაავალა მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პრიორიტეტების შერჩევა მოსახლეობაზეა დამოკიდებული და სწორედ ამიტომ, აუცილებელია, განსახორციელებელი პროექტების შერჩევისას მათი მაქსიმალური ჩართულობა.
თათბირზე განიხილეს სოფლებში არსებული სხვადასხვა პრობლემები და დასახეს მათი გადაჭრის გზები.
მერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მაქსიმალურ მოწესრიგებასა და სოფლების ცენტრებში მოსაცდელი სივრცეების მოწყობაზე.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.