მიხეილ სააკაშვილი: მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას
21-02-2022, 17:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელების“ მოთხოვნით, დღეიდან უვადო შიმშილობას აცხადებს.

 


„მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს. ეს არის შიმშილობა, რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს, ჩვენს ხალხს. აქ ჩემი ჯანმრთელობა არის მეასეხარისხოვანი. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს ამბიციები, თუ საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება კომფორტზე და ყველაფერზე. მხოლოდ სულელებს შეუძლიათ, დაიჯერონ ის ბრალდებები, რომლებიც მე მაქვს წაყენებული. დაწყებული კოსტუმების საქმიდან, შეწყალება და ა.შ.

 


ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ეს არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრ „ემპათიას“ მიერ. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომლებიც რომ შემოეშვათ, იტყოდნენ ზუსტად იგივეს. ეს არის კონკრეტული მოთხოვნა. ეს არ არის ის, რომ მორიგი ვიღაც საცოდავი, დაშინებული ექიმი შემომიყვანონ და მერე ქმარი მოუხსნან, ან შვილი ინსტიტუტიდან გამოუშვან, ან კიდევ სხვადასხვანაირი ხრიკები, რაც უკვე კარგად ავითვისე სისტემის მაფიოზურ საქართველოში, ეს არ გამოუვათ“, - განაცხადა სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი