გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სივრცე დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
„აქაურობა მძიმე მდგომარეობაში იყო. ეს ადგილი პარკინგად გამოიყენებოდა. რეაბილიტაციის შედეგად მივიღეთ გამწვანებული სივრცე. მოეწყო ბავშვების მოედანი, ატრაქციონებით, ასევე, კალათბურთის და ფეხბურთის მოედანი. დამონტაჟდა ლედ განათებები. ცხოველებისთვის სასეირნო ზონა ცალკეა. ახლა მთავარია, მოვუაროთ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, აქ მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ რეკრეაციული სივრცით. გლდანს დიდი პოტენციალი აქვს მსგავსი პროექტების განსახორციელებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, ჯამში, რეაბილიტირდა 10 000 კვ. მ ფართობი, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, ჩოგბურთისა და ჭადრაკის მაგიდები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი, ასევე, სასმელი წყლის შადრევანი და ფიტნეს ზონა.
სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სხვადასხვა ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა, ასევე, ტერიტორია გამწვანდა - დაირგო 183 სხვადასხვა სახის ხე, 422 ბუჩქი და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, მალევე დამონტაჟდება უსაფრთხოების სისტემები. პროექტი გლდანის გამგეობამ განახორციელა.
ახლად რეაბილიტირებულსკვერში ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის გამგებელი ლევან ნაროუშვილი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კონსტანტინე ზარნაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.