"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აქტივისტებმა, დღეს, პარტიის ოზურგეთის ოფისში შიმშილობის აქცია დაიწყეს.
როგორც ორგანიზაციის ადგილობრივმა ლიდერმა, შოთა გოგიბერიძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ამავე პარტიის ხელმძღვანელების შიმშილობის აქციას თბილისში და უერთდებიან მათ მოთხოვნებს.
აქციის დაწყებამდე პარტიის აქტივისტებმა მსვლელობა მოაწყვეს ოზურგეთის ცენტრალურ-იოანე პეტრიწის ქუჩაზე და "ჭადრების ბაღში" საინფორმაციო მიტინგი გამართეს.
"მთავარი მოთხოვნაა შეწყვიტოს მთავრობამ სირაქლემას პოზაში ყოფნა და სასწრაფოდ დაიწყოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა, რასაც მხოლოდ კოალიცია "ქართული ოცნება" ეწინააღმდეგება, მთელი ოპოზიციური სპექტრი კი მხარს უჭერს"- განაცხადა გოგიბერიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.