გიორგი ღიბრაძე: 1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები - ე.წ. კოვიდ-სასტუმროები... შესაძლებელი იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ.
22-02-2022, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაგაცნობთ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, 27 თებერვალს იმართება საერთაშორისო მატჩი რაგბიში საქართველოსა და რუსეთს შორის. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დასაშვები იქნება მაყურებელთა 50% აღნიშნულ ღონისძიებაზე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მანვე ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო რეგულაციების ეტაპობრივ შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

 

 

„საერთოდ, საბჭომ იმსჯელა არსებული რეგულაციების ეტაპობრივ შემსუბუქებაზე და გადაწყვეტილება არის შემდეგი:

 

 

პირველი მარტიდან, საქართველოს საზღვარზე, ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო 67 ქვეყნით მხოლოდ, შეძლებს იმ შემთხვევაშიც შემოსვლას, თუ მას ექნება PCR ტესტი. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით, ერთი არის ვაქცინაცია, მეორე იქნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

 

 

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეებიც ასევე შემოდიან საქართველოში ან ტესტის საფუძველზე, ან ვაქცინირებულები, უპირველეს ყოვლისა და თუ არც ერთი და არც მეორე არ აქვთ, მათ ჰქონდათ ვალდებულება 8 დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილებით, თვითიზოლაცია მცირდება 5 დღემდე და საქართველოს მოქალაქე როდესაც შემოდის ქვეყანაში, თუ მას აქვს PCR ტესტი ეხსნება ასევე მე-3 დღეს PCR-ის გაკეთების ვალდებულება.

 

 

შესაბამისად, გაუქმდება ის აპლიკაციები, რომელიც საჭირო იყო ზემოთხსენებული 67 ქვეყნიდან თუ არ შემოდიოდა პიროვნება იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მიცემოდა, ეს არის ე.წ. ბიზნესაპლიკაცია, ეს არის „იმუშავე საქართველოდან“ და არის სტუდენტური აპლიკაცია, ასევე,“- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

 

 

მისივე განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქება შეეხო კვების ობიექტებსა და სოციალურ ღონისძიებებს.

 

„რაც შეეხება კვების ობიექტებს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე, მოგეხსენებათ, აქამდე იყო 6 და ღია სივრცეში ეს გაიზარდოს 15 ადამიანამდე არსებული ათის ნაცვლად. ასევე, უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, იმავე ლოგიკით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, დახურულ სივრცეში 10 ადამიანი და ღიაში 15 ადამიანი მაგიდასთან, შესაძლებელი იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორებიცაა - წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ.,“- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

როგორც მან განაცხადა, პირველი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები.

 

 

„ უქმდება ე.წ. კოვიდ-სასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.

 

 

ასევე უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების ვალდებულება და უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება, სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის მეშვეობით მომსახურება გაუწიონ სტუმრებს.

 

 

უკვე გაჟღერდა, რომ ოთხი მარტიდან დასაშვები იქნება კლუბების ფუნქციონირება და იმ ფართის მხოლოდ 60%-ის ტევადობის გამოყენება შეიძლება, სადაც ღონისძიება იმართება. 15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მოიხსნება 70 ადამიანზე არსებული შეზღუდვა.

 

 

ცხადია, საბჭო კვლავ განაგრძობს მუშაობას და პირველი მარტიდან შესაძლოა ეს შემსუბუქებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს და გაფართოვდეს, თუმცა ცხადია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. აქვე მოგახსენებთ, რომ საბჭო დღეიდან გადადის 2-კვირიანი მუშაობის რეჟიმზე. თქვენ იცით, რომ ყოველ კვირას იკრიბებოდა საბჭო, დღეიდან უკვე 2-კვირაში ერთხელ გაიმართება სხდომა,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი