ნინოწმინდის სასპორტო სკოლის დარბაზში ფუტსალის ჩემპიონატის ტურნირი გაიმართა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების - ჟორა სნხჩიანის, ჰრაირ ნაზარიანის და ხორენ თამასიანის ხსოვნას მიეძღვნა.
თამაშში მუნიციპალიტეტის 8 გუნდი მონაწილეობდა; ჩემპიონატში წარმატებული იყო მუნიციპალიტეტის ფუტსალის ახალგაზრდული გუნდი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი ადგილი დაიკავა და თასი მოიგო.
მეორე ადგილი ენერგეტიკული კომპანიის ფუტსალის გუნდმა, მესამე ადგილი კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდმა დაიკავა.
ინფორმაცის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს, სპორტსმენებს მორიგ გამარჯვებას ულოცავს და მომავალ წარმატებას უსურვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.