გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირება ვეღარ გაგრძელდება
22-02-2022, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გათვალისწინებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირება ვეღარ გაგრძელდება.

 


რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, მაგრამ ამ დრომდე არ დაწყებულა მისი ოპერირება.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ დღეს გამოაცხადებს, რაც მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას და იქ რუსული სამშვიდობო ძალების განლაგებას უკავშირდება.

 


რუსეთის წინააღმდეგ „სანქციების სერიოზულ პაკეტს“ ამზადებს დიდი ბრიტანეთიც და წინადადებები დღეს განხილული იქნება მთავრობის საგანგებო შეკრებაზე (Cobra), რომელსაც ბორის ჯონსონი უხელმძღვანელებს.

 


გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ განცხადების გაკეთებამდეც დასავლური მედია წერდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანქცია „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენს შეეხებოდა. ამ თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი 1225 კმ-ის მილსადენი, რომელიც გამიზნულია რუსეთის ბუნებრივი გაზის გერმანიაში ექსპორტის გაორმაგებისთვის, დაიხურებოდა, თუ რუსული ჯარები შეიჭრებოდნენ უკრაინაში. „გპირდებით, რომ ამას შევძლებთ“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს, თუმცა მაშინ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმავე პრესკონფერენციაზე უფრო ორაზროვანი იყო.

 


არსებული გეგმის თანახმად, გაზსადენის ექპლუატაციაში შესვლის შემდეგ რუსეთს ევროპის 26 მილიონი მობინადრისთვის უფრო იაფად უნდა მიეწოდებინა ბუნებრივი აირი. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა აშშ და დიდი ბრიტანეთი და მიიჩნევდა, რომ ეს ევროპას უფრო დამოკიდებულს გახდიდა რუსეთზე, უკრაინა კი ამას „სახიფათო პოლიტიკურ იარაღს“ უწოდებდა.

 

 

უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები

 

 

კრემლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს უთხრა, რომ მას განზრახული ჰქონდა დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება.

 

 

რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების ეგიდით უნდა განლაგდნენ.  

 

 

ორშაბათს, სატელევიზიო გამოსვლაში პუტინმა მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ უკრაინას არ აქვს ისტორია, იყოს ნამდვილი სახელმწიფო. 

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინის ტერიტორიის ერთიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა და უკრაინის საზღვრები დარჩება ისე, როგორც ეს დღესაა, იმის მიუხედავად, თუ რა განცხადებები კეთდება რუსეთში.

 

 

მოსკოვის განცხადებით, აჯანყებულების მიერ დაკავებული აღმოსავლეთ უკრაინიდან 60 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა რუსეთში.

 


ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში დარჩენილი დიპლომატები „უსაფრთხოების მიზეზით“ პოლონეთში გადაჰყავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დასავლეთში მდებარე ქალაქ ლვოვში გადასული დიპლომატები უსაფრთხოები მიზნით, ღამეს პოლონეთში გაათევენ.

 


ათასობით რუსი ჯარისკაცი რჩება ბელარუსში ერთობლივი წვრთნების ფარგლებში, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ოფიციალურმა მინსკმა წვრთნების გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა, რაც მის დასავლეთ საზღვართან სამხედრო ქმედებების გაზრდით ახსნა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი ჯარების პირვანდელ დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება ახლა დამოკიდებული იქნება იმაზე, გაიყვანს თუ არა ნატოს სამხედრო ალიანსი თავის ჯარებს, რომლებიც ბელარუსის და რუსეთის საზღვრების სიახლოვეს არიან დაბანაკებული.

 


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მისი განცხადებით, ხუთშაბათს, ჟენევაში იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდება.

 


მოსკოვს სურს დასავლეთის მყარი გარანტიები იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და არასდროს მიეცემა უკრაინას და სხვა ქვეყნებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საშუალება.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას გრინფილდმა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, აღმოსავლეთ უკრაინაში „სამშვიდობო ძალების“ განლაგების თაობაზე, „სისულელე“ უწოდა. უფრო ადრე, ანალოგიური სიტყვით - „სისულელე“ - შეაფასა რუსეთის გადაწყვეტილება ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

 


აშშ-ის ელჩმა გაეროში, უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრებაზე, დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება - აღმოსავლეთ უკრაინაში აჯანყებულების მიერ 2014 წელს დაკავებული ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების თაობაზე და გააფრთხილა მოსკოვი, რომ შედეგები უკიდურესად საზარელი იქნება როგორც უკრაინაში, ისე ევროპასა და მთელ მსოფლიოში.

კომენტარები: 120
#120   Alex
      
References:


Kasyna płatność kartą kredytową https://rentry.co/
გუშინ, 22:52
#119   Eddie
      
References:


New neosurf deposit casinos best neosurf online casinos australia 2026
14 ნოემბერი 2026 08:40
#118   Adriene
      
References:


Online gambling australia neosurf fast payout neosurf casino australia
14 ნოემბერი 2026 04:18
#117   Theda
      
References:


Pokies real money online online casino payid
withdrawal australia
13 ნოემბერი 2026 11:59
#116   Diego
      
References:


Online pokies with pay id https://codimd.pirati.cz/Fv9jtB5nRPOzmdij5q3L5A
13 ნოემბერი 2026 09:10
#115   Lakesha
      
References:


Real money pokies australia https://md.yeswiki.net/2ImHJB85RMeZ-XstEwkipw
13 ნოემბერი 2026 07:51
#114   Jordan
      
References:


Australia casino bank transfer withdrawal https://www.nlvbang.com/home.php?mod=space&uid=3254503
13 ნოემბერი 2026 04:59
#113   Vito
      
References:


Handy Casino Trustly Trustly Roulette Casino
12 ნოემბერი 2026 10:08
#112   Jonelle
      
References:


Casino Trustly Deutschland legal Trustly Casino legal
12 ნოემბერი 2026 07:55
#111   Danielle
      
References:


Ist Trustly im Casino sicher http://forum.modulebazaar.com/
12 ნოემბერი 2026 07:05
#110   Gabriele
      
References:


Online casinos mit sofort https://notes.ip2i.in2p3.fr/j5M6eA70Tj6HxWdeavq0aQ
12 ნოემბერი 2026 03:59
#109   Maynard
      
References:


Instant payid pokies http://forum.panabit.com
11 ნოემბერი 2026 10:18
#108   Judith
      
References:


Deposit with neosurf casino australia neosurf real money online casino au
10 ნოემბერი 2026 21:30
#107   Asa
      
References:


Best mobile neosurf casinos https://linkagogo.trade/
10 ნოემბერი 2026 09:55
#106   Caryn
      
References:


Pokies real money online https://codimd.caa-ins.org/YKiXNIybT2GUwz9vlwOuGA
10 ნოემბერი 2026 04:48
#105   Camille
      
References:


Free credit pokies payid real money no deposit bonus https://androidonly.com
10 ნოემბერი 2026 04:27
#104   Emil
      
References:


New online casinos paysafecard canada canadaasians.com
9 ნოემბერი 2026 15:51
#103   Trudy
      
References:


Muchbetter 10 deposit casino casino online muchbetter canada
8 ნოემბერი 2026 08:43
#102   Concetta
      
30 ოქტომბერი 2026 18:19
#101   Luann
      
References:


Neosurf casino australia review minimum neosurf deposit casino
aus
30 ოქტომბერი 2026 06:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი